Tuesday, July 24, 2018

დღე 9


  ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით ყველა  მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანითკომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტადია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. მოვახდინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ნიმუშის დემონსტრირება. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        განვიხილეთ მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე. შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობის შეფასების ფორმები, დამატებითი დამხმარე მასალები. შევისწავლეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. ბოლოს შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი წარსადგენად.

Sunday, July 22, 2018

დღე 8

დღეს ჩვენი მუშაობის მერვე დღეა.განვიხილეთ მოდული 8 ფასილიტაცია. განვიხილეთ ფასილიტაციის  მთავარი საკვანძო კითხვები და ამოცანები.ვნახეთ დამატებითი რესურსები.დავასრულეთ პრეზენტაცია,შეფასების სქემები.

Saturday, July 21, 2018

დღე 7

განვიხილეთ მოდული 7.დიფერენცირებული სწავლება,გავწერეთ გეგმაში.გეგმაში შევავსეთ სასწავლო პროცედურებიპროცედურები გავწერეთ სსსმ,ნიჭიერი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის..გავიხსენეთ გარდნერის და ბლუმის თეორიები.გავიხსენეთ განმავითარებელი შეფასება.

Sunday, July 15, 2018

დღე 5

გავეცანით საავტორო უფლებების გამოყენების წესებს.ვისწავლე ინტერნეტ რესურსების  გამოყენება,ვისწავლე ჩათის გამოყენება ჯგუფური მუშაობისთვის,განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,როგორ გამოვიყენო ჩემი პროექტისთვის.

Saturday, July 14, 2018

დღე 4

დღეს შევისწავლე და განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკები.დავგეგმე და მოვახდინე მოკლე მონახაზის გაწერა პროექტის გეგმაში . გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, July 8, 2018

დღე 3

შეხვედრა იყო საინტერესო,გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევავსე პროექტის გეგმა.პროექტის ფარბლებში ასე ჩამოვაყალიბე შეკითხვები,რა ვიცით მცენარეების შესახებ.
                                                                                                                                  რა არის ყვავილი.
                                                                                                                    
რა ნაწილებისაგან შედგება ყვავილი.რა ნაწილებისაგან შედგება ბუტკო.რა ნაწილებისაგან შედგება მტვრიანა.რით იმტვერება ყვავილებიდაროგორ

დღე 9

   ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით ყველა  მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ რო...